ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტიტუციური ცვლილებები

რაც უფრო ახლოვდება 2 ნოემბერი ქართული საზოგადოების მოლოდინი კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. და ეს მოლოდინი ნებისმიერ მხარეს მდგომთათვის აქტუალურია. მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიციური გაერთიანება 2 ნოემბერს დააყენებს, ეს არის არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება და საარჩევნო კანონის შეცვლა. საზოგადოებაში ასევე აქტიურად მიდის დებატები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლების ოპონენტთა მოთხოვნა ადექვატური, რამდენად გამართლებულია და უწერია თუ არა მას დაკმაყოფილება. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ კითხვას პასუხობს გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი, ჟურნალისტი ლაშა ტუღუში. როგორია მისი დამოკიდებულება 2 ნოემბერს დაყენებული მოთხოვნის მიმართ?

ლაშა ტუღუშიის საკითხი, რომელიც დაისვა, ვფიქრობ, რომ სერიოზულია. კონსტიტუციური ვადა არის გაზაფხული. ეს შეცვალა პარლამენტმა არასწორად. მთელ მსოფლიოში არის პრაქტიკა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სხვადასხვა დროს. მაშინ ჩავატაროთ ყველა არჩევნები ერთად; თვითმართველობა, პარლამენტი და პრეზიდენტი. ოპოზიცია ეუბნება პრეზიდენტს: “შენ გაქვს ავტორიტეტი და გინდა გაათრიო შენი უსახური პარტია შენთან ერთად”. ვფიქრობ ეს ლოგიკურია. ჩვენ უფრო მეტად უნდა გავერკვეთ კონკრეტულ ადამიანებში, უნდა ვიცოდეთ ყველა ოლქში - სად ვის ვირჩევთ და ამ ხალხს არ უნდა ყავდეს ქოლგა, რომელიც მათ გაიყვანს. საარჩევნო კანონმდებლობას რაც შეეხება, იქ სერიოზული პრობლემებია. საარჩევნო კანონმდებლობას სერიოზული გადამუშავება სჭირდება, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც აქამდე დაგვემართა. არ შეიძლება კონსტიტუციას ვარღვევდეთ სხვადასხვა მიზეზებით, თუ ჩვენ ვთანხმდებით და ვიღებთ კონსტიტუციას უნდა დავიცვათ ის!

- ბუნებრივია კონსტიტუციას ყველა ქვეყანა ქმნის იმისათვის, რომ დაიცვას იგი. სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის ახლო წარსულში კონსტიტუციაში მუდმივად სხვადასხვა სახის ცვლილებები ხორციელდება, რისი ერთგვარი შედეგიც, მოსახლეობაში უსამართლობის განცდა უკვე პიკს აღწევს. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს, კიდევ ერთხელ მოუწევს კონსტიტუციის ამ კონკრეტული - საარჩევნო კანონის - გადაკეთება.

XS
SM
MD
LG