ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ორ-დღიანი კონფერენცია გაიმართება კონსერვატორებთან შესახვედრად


დღეს, ვაშინგტონში სტარტს აიღებს ორ დღიანი კონფერენცია, სადაც კონსერვატორ ამომრჩეველს საშუალება ექნება რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუსმინოს. კონსერვატორი ლიდერები დღეს უკვე უკმაყოფილონი არიან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატებით. ბევრმა მათგანმა უკვე გააჟღერა უკმაყოფილება ნიუ იორკის ყოფილი მერის რუდოლფ ჯულიანის მიმართ, რომელიც აბორტის უფლებებს იცავს. ამ ფონზე, გავლენიანი რელიგიური კონსერვატორები იმუქრებიან კიდეც, რომ თუ ჯულიანი მართლაც დასახელდება კამპანიაში, მაშინ ისინი მესამე პარტიის კანდიდატს დაუჭერენ მხარს. დღევანდელ კონფერენცის არ დაესწრება კანზასელი სენატორი სემ ბრაუნბეკი, რომელიც საარჩევნო კამპანიას დღეს გამოეთIშება. ბრაუნბეკი კონსერვატორი კანდიდატია, მაგრამ მან აქამდე ვერ შესძლო საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების მოზიდვა.
XS
SM
MD
LG