ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 20 სექტემბრის ინციდენტის აფხაზური ვერსია დაამტკიცა


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, რომელიც 20 სექტემბერს ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განხორციელდა აფხაზური ვერსია დაადასტურა. აფხაზური მხარის განცხადებით, ქართულმა მხარემ თავდასხმა განახორციელა აფხაზ მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკზე. შედეგად დაიღუპა ორი ყოფილი რუსი ოფიცერი, ექვსი აფხაზი მებრძოლი კი დააკავეს. გაეროს დამკვირვებელთა მისიამ გუშინ დაადასტურა ის ფაქტი, რომ შეტაკებას ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს, საზღვრიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით და არა ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ კოდორის ხეობაში. ქართული მხარის ცნობით, აფხაზ დივერსანტთა ჯგუფი ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდა, რათა ზემო კოდორის ხეობაში გზის მშენებლობისთვის შეეშალა ხელი.
XS
SM
MD
LG