ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქრუაშვილს გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ


ირაკლი ოქრუაშვილმა აღიარა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების მტკიცება არ შეუძლია და დაამატა, რომ ეს განცხადებები „პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად” დასჭირდა.

სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ათი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იგი დაკითხვებს არ ესწრებოდა და მას სჯერა, რომ ყოფილ მინისტრს მონანიება ძალით ათქმევინეს.

XS
SM
MD
LG