ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა შესაძლოა იერუსალიმის რამდენიმე არაბული უბანი პალესტინელებს გადასცეს


ისრაელის ვიცე-პრემიერის ხაიმ რამონის განცხადებით ისრაელმა შესაძლოა იერუსალიმის რამდენიმე არაბული უბანი პალესტინელებს გადასცეს, თუ საერთაშორისო საზოგადოება ისრაელის მიერ ებრაული უბნების ანექსიას აღიარებს. მისი თქმით ჯერ-ჯერობით ნაადრევია ლაპარაკი ქალაქის ძველი უბნების მომავალი ბედის შესახებ, სადაც იუდეველთა ქრისტიანთა და მუსლიმთა წმინდა სალოცავებია განლაგებული.

იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული თემაა ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში. ამ პრობლემას ახლო აღმოსავლეთის მომავალ სამშვიდობო კონფერენციაზე განიხილავენ, რომელიც შეერთებულიო შტატების მეურვეობით გაიმართება.

XS
SM
MD
LG