ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში: "ცივილიზებული ქვეყნები ავღანეთს უნდა დაეხმარონ."


გაეროში 18 ქვეყნის წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს ავღანეთში უშიშროებისა და განვითარების თემებზე სასაუბროდ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელიც იმავდროულად ავღანეთის საკოორდინაციო და მონიტორინგის საბჭოს თანათავმჯდომარეა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად განაცხადა, რომ ავღანეთი მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. საბჭო ზედამხედველობას უწევს 5თ წლიანი განვითარების გეგმას, რომელმაც 2006 წლის იანვარში აიღო სტარტი. ამა თვის დასაწყისში, გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა ავღანეთში კიდევ ერთი წლით გაეროს ეგიდით დისლოცირებული უშიშროების საერთაშორისო ძალების მანდატის გაგრძელებას. გამოქვეყნებულ წერილში, ავღანეთის ელჩმა აშშ-ში საიდ ჯავადმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის რეკონსტრუქცია იაფი არ ჯდება, უფრო დიდი შეცდომა იქნება პრობლემების უგულვებელყოფა ამ ეტაპზე. აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ავღანეთი და ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიის დასამყარებლად იბრძვიან, საერთაშორისო დახმარებას იმსახურებენ. “ლიბანმა, ავღანეთმა და ერაყმა დემოკრატიის გზა აირჩიეს-თუმცა იქ ექსტრემისტები ხალხს კლავენ და ტერორს ავრცელებენ. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს რათა ახალგაზრდა დემოკრატიული წყობილება დაანგრიოს.” ლიბანის, ავღანეთისა და ერაყის მოსახლეობა დახმარებისთვის მოგვმართავს, აცხადებს პრეზიდენტი ბუში, ამიტომაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას მათი დახმარების პასუხისმგებლობა ეკისრება. დასძIნა პრეზიდენტმა ბუშმა.
XS
SM
MD
LG