ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი


დღეს მოგვიანებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს მოგვიანებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღესვე სიტყვით გამოდის ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი. გუშინ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაეროს ტრიბუნა გამოიყენა, რათა გაემართლებინა ოფიციალური თეირანის ბირთვული პროგრამა და კისევ ერთხელ გაელაშქრა სეერთებული სტატების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების უშუალოდ ხსენების გარეშე ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დრესდღეობით სწორედ ის განსაზღვრული სახელმწიფოები არღვევენ ადამიანის უფლებებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ადამიანის უფლებათა ქომაგთა განსაკუთრებულ როლზე. მანვე გააკრიტიკა ამერიკის შეჭრა ერაყში, რაც მისი თქმით განხორციელდა იმ საბაბით, რომ სურდათ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა. პრეზიდენტმა ბუშმა მის სიტყვაში ირანი, სირია, ბელორუსი და ჩრდილოეთ კორეა დაახასიათა, როგორც სასტიკი რეჟიმები, რომლებიც საკუთარ ხალხს უარს ეუბნებიან იმ უფლებებით სარგებლობაზე, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.
XS
SM
MD
LG