ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკის ბრძანებით საქმიანობა აეკრძალა ამერიკულ კომპანიას


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ამერიკული კერძო დაცვის კომპანიას საქმიანობა აეკრძალა, გასულ კვირა დღეს მომხდარი ინციდენტის გამო. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ამერიკული კერძო დაცვის კომპანიას „ბლექვატერ იუ ეს ეის”, რომელიც ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების უშიშროებაზე ზრუნავს, საქმიანობა აეკრძალა, გასულ კვირა დღეს მომხდარი ინციდენტის გამოძიების გამო. დღეს ბატონმა ალ-მალიკიმ სთქვა, რომ მისი ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების ცივსისხლიანი მკვლელობის ფაქტს ვერ შეურიგდება. მან აღნიშნა, რომ ეს „ბლექვატერ იუ ეს ეი” მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ერაყის მხარე ამტკიცებს, რომ ბაღდადის ხალხმრავალ უბანში „ბლექვატერ იუ ეს ეის” მიერ ატეხილი სროლის შედეგად თერთმეტი ერაყელია დაღუპული. კომპანიის წარმომადგენლები თავს იმართლებენ და აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, რადგანაც ავტოკოლონაზე, რომლის დაცვაც მათ ევალებოდათ თავდასხმა განხორციელდა, რომლის მოსაგერიებლადაც მათ ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შეერთებულმა შტატებმა ამერიკელ დიპლომატებსა და სხვა მოხელეებს ბაღდადის დაცული მწვანე ზონის გარეთ გასვლა აუკრძალა. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბლექვატერ იუ ეს ეის” ლიცენზია ჩამოართვა.
XS
SM
MD
LG