ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თალიბ მემაბოხეებთან მომხდარი შეტაკების დროს 15 ჯარისკაცი დაიღუპა


პაკისტანის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირებია ცხადებენ რომ ავღანეთის საზღვართან თალიბ მემაბოხეებთან მომხდარი შეტაკების დროს 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამავე განცხადების თანახმად ჩრდილოეთ ვაზირისტანის შავალის რეგიონში, სადაც თალიბი და ალყაიდას ტეორისტები არიან გამაგრებულები, შეტაკებისას 14 მეამბოხე მოკლეს.

პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენელი აცხადებს რომ შეტაკება მას შემდეგ დაიწყო რაც გასულ კვირას ნახევრადგასამხედროებული დაჯგუფების საკონტროლო პუნქტზე მეამბოხეებმა თავდასხმა განახორციელეს.

პაკისტანის მთავრობასა და თალიბების მომხრე ტომთა ბელადებს შორის ზავის დარღვევის შემდეგ ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები გახშირდა. მეამბოხეებმა ასევე პირობა დასდეს რომ შურს იძიებენ პაკისტანის შეიარაღებული ძალების მიერ ისლამაბადში, მეჩეთში შეჭრის დროს მოკლული სულიერი ლიდერისა და მისი 75 მომხრე პირების მკვლელობაზე.

XS
SM
MD
LG