ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა


დღეს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ადგილობრივი მთავრობის დაწესებულებაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებისას რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირი.

თავდასხმას ადგილი ჰქონდა ჰელმანდის პროვინციის, ოპიუმის წარმოების ცხელ წერტილში, ნად ალის ოლქში.

თალიბმა მეამბოხეებმა პირობა დასდეს რომ მუსლიმანების რელიგიური დღესასწაულის რამადანის განმავლობაში ავღანეთისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებზე თავდასხმებს გააგრძელებენ. შეგახსენებთ რომ რამადანი გასულ კვირას ოთხშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო.

ამის ფონზე ბანგლადეშის მთავრობა ავღანეთის დედაქალაქის ქაბულის, სამხრეთში ჰუმანიტარული ორგანიზაციის გატაცებული თანამშრომლის გათავისუფლებას მოითხოვენ .

ბანგლადეშის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გატაცებული თანამშრომლის ერთადერთი მისია ქველმოქმედება იყო. გატაცებული პირი, რომელიც ბანგლადეშის მოქალაქეა, ლოგარის პროვინციაში მისი ოფისიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG