ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრეუსი და შეერთებული შტატების ელჩი ერაყში რაიან კროკერი ამტკიცებენ, რომ ერაყში გარკვეული წარმატება აღინიშნება


გენერალმა პეტრეუსმა და ელჩმა კროკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ერაყში სიტუაცია პროგრესულად ვითარდება. ორივემ განაცხადა, რომ ერაყელი სამხედროები ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვებიან. მათ აღნიშნეს, რომ ერაყის პოლიტიკური ლიდერებს სასურველი მიზნის მისაღწევად მეტი დრო ესაჭიროებად. რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი სკეპტიკური კომენტარით გამოვიდა:

„საჭიროა რომ ჩვენ იგივე რაოდენობით ჩავხოცოთ ჩვენი ჯარისკაცები და იგივე რაოდენობით თანხები დავხარჯოთ ერაყში? რისთვის? პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დრო უნდა მოვიპოვოთ. დრო რისთვის?” იკითხა სენატორმა.

ამაზე ელჩმა კროკერმა განაცხადა, რომ:

„ერაყში ბევრი რამ ვერ ხორციელდება. ამის გამო დიდი უკმაყოფილება გამოიხატება მთავრობაშიც და მთავრობის გარეთაც. თუ გნებავთ ეს კარგ ამბადაც შეიძლება მიიღოთ. ის ხალხი რომლებიც წინათ რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩეოდნენ ახლა ამტკიცებენ, რომ ეს გზა არ მუშაობს”. სთქვა ბატონმა ელჩმა.

შეერთებული შტატების კონგრესთან არსებული მთავრობის ქმედების მაკონტროლებელი უწყების მიერ სულ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობამ ამერიკის კონგრესის მიერ ქვეყნის წინსვლისათვის აუცილებელ თვრამეტ მოთხოვნათაგან უმეტესობის შესრულება ვერ შესძლო.

დემოკრატმა სენატორმა ქრისტოფერ დოდმა ერაყის მთავრობით უკმაყოფილება გამოუხატა გენერალ პეტრეუსს:

„ჩვენ უკვე კარგა ხანია, აგერ უკვე ოთხ ნახევარი წელია რაც ერაყის მთავრობას შეთანხმებულად ქმედებისკენ მოვუწოდებთ. ჩენ მათ ამის გაკეთებას ძალიან ვთხოვთ. რატომ ფიქრობთ თქვენ, რომ საქმის ასე გაგრძელება რაიმე პოზიტიურ შედეგს გამოიღებს. რატომ თვლით, რომ იმის გაკეთება რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაკეთდა ახლაა შესაძლებელი?”. იკითხა სენატორმა.

„მე იმით ვარ დაიმედებული, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაგალითად ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ქვეყნის მოსახლეობაზე განაწილების კანონის ვერ მიღების მიუხედავად ეს შემოსავლები ხალხზე მაინც ნაწილდება”. უპასუხა სენატორს გენერალმა.

სენატის კომიტეტების წინაშე წარდგომამდე, პეტრეუსი და კროკერი ერაყის საკითხზე სასაუბროდ პრეზიდენტ ბუშსა და ორივე პარტიის წარმომადგენელ სენატორებს შეხვდნენ შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG