ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკელები 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ

ამ ტერაქტებში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დღეს დილით თეთრ სახლში. ნიუ-იორკში სამაშველო სამუშაოებში მონაწილენი და დაღუპულთა ოჯახის წევრები კითხულობენ იმ 2750-ი ადამიანის სახელებსა და გვარებს, რომლებიც ამ ტერაქტებში დაიღუპა.

პენტაგონში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი. 2001-ი წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ სამგზავრო ლაინერის პენტაგონის შენობასთან შეჯახების შედეგად შენობაში მყოფი 1800-ი კაცი დაიღუპა. სამგლოვიარო ცერემონია ასევე პენსილვანიის შტატშიც გაიმართა, სადაც ტერაქტის შედეგად 40-ი კაცი დაიღუოპა.

XS
SM
MD
LG