ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპეკის ფორუმმა მუშაობა დაასრულა


სიდნეიში მუშაობა დაასრულა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმმა. 21 სახელმწიფოს ლიდერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური ნება, აუცილებელია წელს დოჰას მოლაპარაკებების საბოლოო ფაზის დასაწყებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დოჰას მოლაპარაკებების რაუნდი, რომელიც სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, როგორც ცნობილია სხვადასხვა პრობლემის გამო შეფერხებულია. აქ უმთავრესია სასოფლო სამეურნეო ბარიერებისა და ბაზრის ხელმისაწვდომობის პრობლემა. აპეკის ლიდერებმა, ამას გარდა ხაზი გაუსვეს სათბურის გაზების ემისიის შემცირების მნიშვნელობას, რაც ექსპერტების აზრით კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზია.
XS
SM
MD
LG