ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ და რუსეთმა ბირთვულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


ავსტრალიისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ურანის რუსეთში ექსპორტის შეთანხმებას, იმ პირობით რომ ტვირთი არ იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღის შესაქმნელად და სხვა ქვეყნებში გასაყიდად. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯონ ჰოვარდმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ შეთანხმებას დღეს სიდნეიში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის დაწყების წინ მოაწერეს ხელი. ბატონმა ჰოვარდმა უარყო მოსაზრება თითქოს შეთანხმება პოტენციურად ბირთვულ საფრთხეს ქმნის. როგორც უფრო ადრე, ჰოვარდმა განაცხადა რუსეთმა უკვე დასდო პირობა, რომ ურანს არ მიჰყიდის სირიას ან ირანს. აშშ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სჯერათ იმისი, რომ რუსეთი დაიცავს ამ პირობას. მათივე თქმით მათ არ აშფოთებს ურანის ირანისადმი მიყიდვის საშიშროება. ავსტრალიას მსოფლიოში ურანის უმსხვილესი რეზერვები აქვს და ყოველწლიურად ურანის დაახლოებით 10-ი ათასამდე ტონის ექსპორტს ახდენს.
XS
SM
MD
LG