ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიშის თანახმად ერაყის ძალებს ცოტა ხანში მდგომარეობის გაკონტროლება დამოუკიდებლად შეეძლებათ


დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით 12-დან 18 თვეში ერაყის შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლად შეეძლებათ ქვეყნაში უსაფრთხოების გაკონტროლება. დამოუკიდბელ ექსპერტთა თავჯდომარე საზღვაო ძალების ყოფილი გენერალი ჯეიმს ჯონსი დღეს შეერთებული შტატების სენატს გადასცემს მოხსენებას, რომელიც სამხედრო და უშიშროების დარგების ექსპერტებმა მოამზადეს. მოხსენებაში ნათქვამია რომ ერაყის სამხედრო ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს მაგრამ, ამჟამად მათ არ შესწევთ უნარი სრულყოფილად გააკონტროლონ ერაყში უსაფრთხოება. ამავე მოხსენების თანახმად ერაყის ეროვნული პოლიციას პირობებს უქმნის კორუფცია და რელიგიური დაპირისპირება. ექსპერტები ასევე აცხადებენ რომ ერაყში სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია პოლიტიკურ წრეებში ურთიერთტანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG