ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ბრალს სდებს რუსეთს საჰაერო სივრცის ხელახალ დარღვევაში


ბატონი ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად რუსეთმა სამშაბათს ორჯერ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე აფხაზეთის რეგიონის შორიახლოს. ელჩის თქმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსეთისაგან. ბატონი ირაკლი აცხადებს, რომ ქართველი ექსპეტები არა ერთხელ შეეცადნენ გაემართათ ორმხრივი კონსულტაციები რუს ექსპერტებთან.

მისივე თქმით ამ მცდელობამ არანაირი ნაყოფი არ გამოიღო. -”იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უარს აცხადებს აღიაროს ამ ინციდენტთან დაკავშირებული ელემენტარული ფაქტები, საქართველოს მიაჩნია, რომ ამიერიდან რაიმე კონსულტაციები რუსეთთან კარგავს აზრს. “ მისივე თქმით საერთაშორისო ექსპეტთა ორმა ჯგუფმა დაადასტურა ის, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან სულ მცირე ერთმა თვითმფრინავმა მაინც დაარღვია და 6-ს აგვისტოს რაკეტა გასტყორცნა.

-”ამ ფონზე რუსეთმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ამ ჯგუფების დასკვნა არასწორია. რუსეთი პოზიცია მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ რაიმე საფუძველის გარეშე უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ექსპერტთა ჯგუფების კომპეტენტურობას და არატენდენციურობას.”

ბატონო ირაკლი გუშინ ბატონმა ირაკლი დაადასტურა ის ფაქტი, რომ რაკეტის ორი ნაწილი, რომლებიც ინციდენტის ადგილას აღმოაჩინეს არ წარმოადგენს ტიპიური საბჭოთა რაკეტების კომპონენტებს, თუმც მან იქვე აღნიშნა, რომ ქართველი ექსპერტების დასკვნით უცხოური წარმოების ორი მიკრო ჩიპი ჩაყენებული იყო რუსულ რაკეტებში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი ქართული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოყენება, რადგანაც ეს სისტემები საბჭოთა პერიოდში იყო შექმნილი. ბატონმა ირაკლი ალასანიამ იქვე დასძინა, რომ საჭირო გახდა რაკეტის მოსპობა, რადგანაც ქობინი, რომელიც არ აფეთქდა საშიშროებას უქმნიდა ექსპერტთა ჯგუფს.

-”ჩვენ ხელთა გვაქვს ამ რაკეტის 2500-ზე მეტი ნამსხვრევი, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს ის რუსეთს ეკუთვნის იგი თუ არა. ასე რომ ბატონი ჩურკინის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.”

XS
SM
MD
LG