ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 15 წელი შესრულდა


დღეს 15 წელი შესრულდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა... ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები კოდორის ხეობაში, სოხუმიდან ჭუბერისკენ მიმავალ უგელტეხილს, რომელიც დევნილებმა აფხაზეთის დატოვების შემდეგ გაიარეს სიმბოლურად დღეს ასევე ფეხით მოივლიან.

15 წლის წინ ქართულ და საერთაშორისო ლექსიკაში დამკვიდრდა სიტყვები ქართული მხარე, აფხაზური მხარე.. ქართულმა მხარემ 15 წლის წინ 10.000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა და 300.000-ზე მეტი დევნილი შეიძინა. ე.წ. აფხაზურმა მხარემ 3.500-მდე ადამიანი დაკარგა..

გასული ღამე მრავალმა არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ, დევნილებმა, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ - გმირთა მოედანზე გაატარეს სანთლებით ხელში, მათ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, დაღუპულებს სანთლები დაუნთეს. ‘ მერიკის ხმას“ დღეს სტუმრად ჰყავს მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ ლიდერი პაატა დავითაია, რომელიც ამბობს, რომ გმობენ სეპარატიზმს, რომელიც არის ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა, მხარს უჭერენ სერბებს.

XS
SM
MD
LG