ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ:ექსტრემისტები ისლამის მტრები არიან


აშშ ელჩმა პაკისტანში ენ პატერსონმა განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს ისლამში ჩადებულ “სამართლიანობის, მიმტევებლობისა და მშვიდობის იდეალებს. “ ქალბატონი პატერსონი ქვეყნის პანჯაბის პროვინციის დედაქალაქ ლაჰორში, პაკისტანის მთარობის წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს შეხვდა. ისტორიულ ბადშაჰის მეჩეთში, ელჩი პატერსონი იმამმა და ხატაბმა, მაულანა ხაბირმა მიიღო. ქალბატონმა პატერსონმა ხაზგასმით აღნიშნა რომ აშშ-ს არანაირი კონფლიქტი არ აქვს ისლამთან. არამედ მიმდინარეობს ბრძოლა ყველა იმასთან, ვინც რელიგიის სახელით ძალადობასა და ტერორიზმს მიმართავს. ამერიკის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ იგი პაკისტანში ისლამისტ ლიდერებთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის, რამეთუ ამ დიალოგს, ყველა რელიგიის წარმომადგენლებთან, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე, რელიგიური ექსტრემიზმი პაკისტანში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ივლისში, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როდესაც პაკისტანის უშიშროების ძალები წითელ მეჩეთში გამაგრებულ მუსლიმ ექსტრემისტებს დაუპირისპირდნენ. მეჩეთის ალყამ პაკისტანი სხვა რაიონებში სისხლისღვრა მოიტანა შედეგად. პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი ამბობს, რომ “ტერორი და ექსტრემიზმი არ დასრულებულა, თUმცა ჩვენი გადაწყვეტილებაა რომ აღმოვფხრათ ისინი”. აშშ სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილე ტომ ქეისიმ განაცხადა, რომ ამერიკა პაკისტანის გვერდით დგას მოძალადე ექსტრემისტების ბრძოლის საქმეში: “ ჩვენ ვიცით, რომ იყო პირდაპირი მუქარა პაკისტანის მთავრობის წინააღმდეგ და პრეზიდენტმა მუშარაფმა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მკვლელობის რამდენიმე მცდელობას გადაურჩა, კაგრად იცის ამის შესახებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ მასთან ერთად პაკისტანის მომავალი გვაფიქრებს და რომ ჩვენს ისეთი სიტუაციის შექმნის მომხრეები ვართ, როგორსაც უმრავლესობა ემხრობა--თანამედროვე, ზომიერი მიმართულების ისლამური სახელმწიფო, რომელიც აშშ-სთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობს ალ ყაიდას და თალიბების მსგავსი ექსტრემისტების დასამარცხებლად.” აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ზომიერი მუსლიმი ლიდერები ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ “ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს უფრო მეტ მუსლიმ ლიდერს, რომლებიც ხმას აიმაღლებენ რადიკალი ექსტრემისტების წინააღმდეგ. ეს კი ისლამური რწმენის იმ ნაწილს ჩაახშობს, რომელიც ძალადობას მფარველობს.”
XS
SM
MD
LG