ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შიიტური სადრის უბანში განხორციელებული სამხედრო რეიდის დროს მოკლეს 30 ტერორისტი


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ კოალიციური ძალების მიერ ბაღდადის შიიტური სადრის უბანში განხორციელებული სამხედრო რეიდის დროს მოკლეს 30 ტერორისტი.

ამავე განცხადების თანახმად რეიდისას დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 პირი. რეიდის მიზანი ტერორისტთა ქსელის სპეციალური დანიშნულების დაჯგუფების აღმოფხვრა იყო.

ამ დაჯგუფებას ირანიდან ჯავშანსგამტანი ჭურვების კონტრაბანდა, ირანში ტერორისტთა გადაყვანა და მათი მომზადება ედება ბრალად. თეირანი უარყოფს ბრალდებას.

ამის ფონზე ერაყში მიმდინარე შიიტურ დღესასწაულთან დაკავშირებით ერაყში ავტომობილით გადაადგილებაზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

ათასობით შიიტი მოიყრის თავს იმამ მუსა კადიმის მოემორიალურ კომპლექსში. იმამ მუსა კადიმი 12 საუკუნის წინ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG