ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ტრიპოლში შეტაკებისას მოკლეს ფატა ალ ისლამის მთავარსარდლის თანაშემწე აბუ ჰურიერა

ლიბანის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ლიბანის ჩრდილოეთში ლტოლვილთა ბანაკში ლიბანის პოლიციისა და ისლამისტ მეამბოხეთა შეტაკებისას მოკლეს ისლამისტთა ლიდერი.

შინაგან საქმეთა მინისტრი ჰასას საბე აცხადებს რომ ქალაქ ტრიპოლში შეტაკებისას მოკლეს აბუ ჰურიერა, ფატა ალ ისლამის მთავარსარდლის თანაშემწე და დაჭრეს მისი თანამებრძოლი.

ამავე განცხადების თანახმად ისლამისტთა მეთაურის გვამი დე ენ ემ-ისა და ოჯახის წევრების საშუალებით ამოიცნეს.

ნარ ალ ბარედის ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთ ნაწილში გამაგრებული ფატა ალ ისლამის შეიარაღებული ფორმირება ალყაში მოაქცია ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა.

ფატა ალ ისლამის მეამბოხეებმა არა ერთხელ გაისროლეს რეაქტიული ჭურვები რამაც ბევრი უდნაშაულო ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა.

მაისის 20-დან მოყოლებული ლტოლვილთა ბანაკთან განხორციელებული შეტაკებისას უკვე 200 ადამიანი დაიღუპა,მათ შორის 125 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG