ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ოფიციალური პირი: ირანში შიიტ მოთარეშეებს წვრთნიან


ერაყში ამერიკელი სამხედრო მეთაური აცხადებს, რომ მეამბოხეების მიერ ნაღმსატყორცნებიდან განხორციელებული აფეთქებები და სარაკეტო თავდასხმები ბაღდადის დაცული მწვანე ზონის მიმართულებით ბევრად გაუმჯობესდა, რადგანაც მათი ტრეინინგი ირანში ხდება. გენერალ ლეიტენანტი რაიმონდ ოდიერნო აცხადებს, რომ მოთარეშეთა საბრძოლო მოქმედებაში საგრძნობი გაუმჯობესება შეიმჩნევა. მისი განცხადებით სამხედროები თვლიან, რომ ეს პირდაპირ კავშირშია მათ წვრთნასთან ირანში. ოდიერნომ ეს განცხადება გააკეთა ერაყში ირანისა და აშშ ელჩების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, რომელიც ერაყში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა. აშშ ელჩმა ერაყში რაიან კროკერმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ რაც ამერიკის ელჩმა მის ირანელ კოლეგას უთხრა, რომ თეირანის მხარდაჭერა ერაყის შიიტებისადმი გაიზარდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ. ირანი აქამდე უარყოფს იარაღისა და ტრეინინგის მიწოდებას შიიტებისადმი ერაყში.
XS
SM
MD
LG