ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქებისას საგუშაგოში ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი და მათი ერაყელი თარჯიმანი დაიღუპა


შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ერაყში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქებისას საგუშაგოში ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი და მათი ერაყელი თარჯიმანი დაიღუპა.

ამავე განცხადების თანახმად ამ რეგიონში შეიარაღებული ძალები ასაფეთქებელი ნივთიერებების დედაქალაქში შეტანას აკონტროლებდნენ.

ერაყის პარლამენტის სუნითთა ბლოკმა განაცხადა რომ შეწყვიტეს ხუთკვირიანი ბოიკოტი.

სუნითმა კანონმდებლებმა ბოიკოტი ივნისში მათი ბლოკის წევრის, პარლამენტის სპიკერის მაჰმუდ ალ მაშჰადიანის გადააყენების შემდეგ გამოაცხადეს.

ბლოკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დღევანდელ საპარლამენტო სესიას გახსნის მაჰმუდ ალ მაშჰადიანი.

ამერიკის სამხედრო ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დაკავებულია ხალედ ალ მაშჰადიანი, ერაყში ალყაიდას გავლენიანი წევრი.

XS
SM
MD
LG