ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდას პოზიციები ძალზე გაძლიერდა


შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ტერორიტული საფრთხის შესახებ დაზვერვის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის მიხედვით ალ-ყაიდას პოზიციები ძალზე გაძლიერდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში და ამჟამად ამ ორგანიზაციას კვლავაც შეუძლია შეერთებულ შტატებს დაემუქროს.როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს ანალიტიკოსმა ჯონ კრინგენმა კონგრესმენთა წინაშე გამოსვლისას განაცხადა ალ-ყაიდამ პაკისტანის მიყრუებულ რაიონებში დიდ წარმატებას მიაღწია. აქ მოქმედებს მათი საწვრთნელი ბანაკები, აწყობილია დაფინანსების და კომუნიკაციის სისტემა.

პრეზიდენტი ბუში ტავის მხრივ აცხადებს რომ ალ-ყაიდას დასუსტების მიუხედავად ის ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის.

XS
SM
MD
LG