ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ ჰილი კიმ კვაე გვანს შეხვდა


ამერიკის ელჩი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში, ქრისტოფერ ჰილი, ექვსმხრივი მოლაპარაკებების დაწყების წინ, პეკინში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელს-კიმ კვაე გვანს შეხვდა.

ჰილმა საქმიანი უწოდა მის სადილს ჩრდილოეთ კორეელ ლიდერთან, რომელსაც იგი კვლავ შეხვდება დღის მეორე ნახევარში.

დღევანდელ შეხვედრაზე ექვსმხრივი მოლაპარაკებების მონაწილე დელეგატები ხვდებიან ერთმანეთს.

იქ არიან სამხრეთ კორეის, იაპონიის, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები.

ჩინეთის სახელმწიფო მედია ციტირებას უხდენს კიმ კვაე გვანის ნათქვამს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების მომდევნო ეტაპს შეეხება.

გაეროს ინსპექტორები კი ადასტურებენ რომ ჩრდილოეთ კორეამ მართლაც დახურა იონგბიონის ბირთვული რეაქტორი.

XS
SM
MD
LG