ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროები ირანსა და ჰეზბოლას ერაყში მოთარეშეების შეიარაღებაში სდებენ ბრალს


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ირანი ლიბანური შეიარაღებული ფორმირების ჰეზბოლას დახმარებით, ერაყში შიიტ მოთარეშეებს აირაღებს.

ამერიკელმა ბრიგადის გენერალმა კევინ ბერგნერმა დღეს ბაღდადში ჟურნალისტებს მოახსენა, რომ გასულ მარტს ჰეზბოლას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალი მუსა დაყდუყი დააკავეს. გენერლის თქმით, ირანის ელიტარული ალ ყუდსის სპეცდანიშნულების ძალები და ჰეზბოლას ინსტრუქტორები ირანში ერთდროულად ოციდან სამოცამდე ერაყელს წვრთნიან და თავდასხმების განსახორციელებლად ერაყში აგზავნიან. გენერალმა ალ ყუდსი, გასულ იანვარს კარბალაში მომხდარ იმ თავდასხმის მოწყობაში დაადანასაულა, რომელსაც ხუთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელები ამერიკული ტიპის სამხედრო ფორმასი იყვნენ გამოწყობილები, რამაც მათ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლაში შეუწყო ხელი. ირანი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ამერიკელები აგრეთვე აცხადებენ, რომ ერაყში სხვადასხვა თავდასხმასი ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG