ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაუნი: ტერაქტის მცდელობა დიდ ბრიტანეთს ვერ დააშინებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ტერაქტის განხორციელების მცდელობა ქვეყანას ვერ დააფრთხობს. ბატონი ბრაუნი დღეს ტელევიზით გამოვიდა. გუშინ გლაზგოში ორმა ტერორისტმა ავტომობილი შეაჯახა ქალაქის აეროპორტის შენობას. პარასკევს კი ლონდონში ავტომობილებში ჩამონტაჟებული ორი ბომბი იპოვეს. შოტლანდიის პოლიციამ აფეთქებასთან დაკავშირებით გლაზგოში რამდენიმე სახლი გაჩხრიკა. დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. შაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებამ განგაშის ზღვარი ყველაზე მაღალ კრიტიკულ საფეხურამდე აიყვანა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ სამივე ინციდენტი ერთმანეთტანაა დაკავშირებული. დაკავებულია ოთხი ეჭმიტანილი. ორი მათგანი გლაზგოს ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი ორი კი ინგლისის ჩრდილოეთში ჩეშირში დააკავეს.

XS
SM
MD
LG