გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრების სამუშაოებს, მიუხედავად გაეროს მოთხოვნებისა. დირექტორთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ბარადეიმ აღნიშნა, რომ სააგენტომ ვერ შესძლო პროგრესის მიღწევა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. გრეგორი შულტე აშშ პერმანენტული წარმომადგენელია გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოში ისევე როგორც ვენაში მდებარე გაეროს წარმომადგენლობასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი განცხადებით, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას რაც არანაირად არ არის სავალდებულო მშვიდობიანი გზებით ბირთვული ტექნოლოგიების შესაქმნელად. ბოლო ექვსი თვის მანძილზე, გაეროს უშიშროების საბჭომ ორი რეზოლუცია გამოსცა ირანის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ სწორედ ირანის მიერ ამ რეზოლუციების უგულვებელყოფის გამო, საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გატარება. “ ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უშიშროების საბჭოს ფარგლებში. ჩვენ ასევე დაველაპარაკებით ჩვენ მეგობრებსა და მოკავშირეებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაკეთდეს უშიშროების საბჭოს მიღმა, და კერძოდ ფინანსურ სფეროში. “ ბოლო ერთი წლის მანძილზე, აშშ-მ სხვა ქვეყნების მთავრობებს, კომპანიებსდა ფინანსური სექტორის ორგანიზაციებს მოუწოდა ირანთან შეკვეცონ ურთიერთობა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა კი თქვა რომ ამ ნაბიჯებს უკვე შედეგი მოჰყვა: “ამ ძალისხმევის შედეგად ირანელებს ჩვენ კარგი შეტყობინება გავუგზავნეთ რომ მსოფლიო არ შეეგუება თეირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარებას.” მაკორმაკისვე განცხადებით, აშშ აქცენტირებულია დიპლომატიური გზები გამონახოს და ირანს ხელი ააღებინოს ბირთვული იარაღის განვითარებაზე. თუ ირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრების სამუშაოებს და მოლაპარაკებს დაიწყებს, მაშინ საერთაოშრისო თანამეგობრობა სანქციებს შეაჩერებს. გარდა ამისა, აშშ, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პირობას დებენ, რომ ირანს დაეხმარებიან გაეროს ბირთუვლი ენერგიის სააგენტოს ეგიდით მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის პროგრამის განვითარებაში და ხელს შეუწყობენენ თეირანს ბირთვული ვალდებულებების შესრულებაში.
პოპულარული
1