ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ახალი პრემიერ მინისტრი


პალესტინის ახალი პრემიერ მინისტრი
პალესტინის ახალი პრემიერ მინისტრი

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისმაილ ჰანიუს ნაცვალად პალესტინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სალამ ფაიადის კანდიდატურა დაამტკიცა. ისმაილ ჰანიუ ორგანიზაცია ჰამასის წევრია.

მაჰმუდ აბასმა ის გადააყენა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ჰამასმა ღაზის სექტორი ჩაიგდო ხელში და პალესტინის კანონიერი ხელისუფლება დაამხო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სატელეფონო საუბრისას თავისი მხარდაჭერა აღუთქვა პალესტინის ახალ პრემიერ-მინისტრს სალამ ფაიადს:” მე მივულოცე ახალი თანამდებობა და შეერთებული შტატების სახელით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე პალესტინის ხელისუფლებას.”

კონდოლიზა რაისის თქმით ვაშინგტონი ფინასურ სანქციებს მოუხსნის პალესტინის ახალ მთავრობას:” ჩვენ მოვუხსნით ფინასურ შეზღუდვებს პალესტინის ახალ ხელმძღვანელობას, რომელიც აღიარებს ისრაელთან მიღწეულ ადრინდელ შეთანხმებებს და უარს ამბობს ძალადობაზე. ამის შემდეგ ამერიკელი ხალხი და ამერიკული ფინასური ინსტიტუტები დაუბრკოლებლად დაამყარებენ ეკონომიკურ კავშირებს პალესტინის ხელისუფლებასთან.”

პრეზიდენტის ბუშის ადმინისტრაცია განაახლებს პალესტინის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერას. ვაშინგტონი გაეროს საშუალებით დამატებით 40 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის შემწეობის აღმოსაჩენად.”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით ჰამასის მიერ პალესტინის ხელისუფლებაზე განხორციელებული შეიარაღებული თვადასხმა პალესტინელი ხალხის გახლეჩას ისახავს მიზნად. შეერთებული შტატები ამის წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი პალესტინელი ხალხის და გამთლიანებული პალესტინის სახელმწიფოს არსებობას. პრეზიდენტმა ბუშმა თანადგომა გამოუცხადა პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს და მის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობას. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

XS
SM
MD
LG