ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა შესაძლოა ამ რამოდენიმე კვირაში გააჩეროს მისი მთავარი ბირთვული რეაქტორი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ ფხენიანმა შესაძლოა ამ რამოდენიმე კვირაში გააჩეროს მისი მთავარი ბირთვული რეაქტორი.

დღეს პეკინში გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ ამჟამად იგი და ჩინელი ოფიციალური პირები ერთობლივად განიხილავენ ფხენიანის წინადადებას ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ საკითხებში გაეროს ინსპექტორთა დაშვების თაობაზე. ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერ-ფაქსს განუცხა, რომ ფხენიანი ივლისის მეორე ნახევარში აპირებს მისი მთავარი რეაქტორის გაჩერებას.

ამჟამად ჩინეთი და აშშ-ი სამხრეთ კორეასთან, რუსეთთან და იაპონიასთან ერთად იღწვიან, რათა დაარწმუნონ ოფიციალური ფხენიანი შეასრულოს აღებული ვალდებულება და შეაჩეროს ბირთვული იარაღის შემუშავების პროგრამა. შაბათს ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფხენიანმა უკვე მიიწვია ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ და აშშ-მა მოაგვარეს საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს გაკეთებულ განცხადებაში სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმთავითვე დაიწყებენ ნავთობის გაგზავნს ჩრდილოეთ კორეაში როგორც კი ფხენიანი გააჩერებს მის მთავარ რეაქტორს. როგორც ბატონმა ჰილმა განაცხადა ბირთვული რეაქტორის შეჩერება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას ფხენიანისთვის:

-”ჩემის აზრით ამ საქმის დაწყებისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. არ უნდა შენელდეს დიპლომატიური ძალისხმევა და სწორედ ამ ძალისხმევიდან გამომდინარე მომავალშიც უნდა მოგვარდეს ჩვენს შორის არსებული პრობლემები .” - განაცხადა ბატონმა ჰილმა.

XS
SM
MD
LG