ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული პოეზია ნიდერლანდებში


16-დან 22 ივნისამდე როტერდამში პოეზიის ფესტივალი იმართება. წელს პირველად ამ ფესტივალზე 3 ქართველი პოეტი მიიღებს მონაწილეობას. შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი და რატი ამაღლობელი. 15 ივნისს ისინი როტერდამში გაემგზავრებიან. ფესტივალის ქართული ნაწილის ორგანიზატორი თბილისში მცხოვრები ინგრიდ დეხრავეა, რომელიც ფესტივალის და ქართველი მონაწილეების შესახებ გვიამბობს.

ინგრიდ დეხრავე – ეს იმხელა ფესტივალია, რომ ისინი არ ეძებენ მხოლოდ ნიდერლანდურენოვან პოეტებს. სანამ პოეტი წაიკითხავს ლექსებს სხვადასხვა ენაზე, პროექციით ვნახავთ ინგლისურ და ნიდერლანდურ თარგმანს. ეს საერთაშორისო ფორუმია, იქ ბევრი გამომცემელი, მთარგმნელი დადის და ეძებს კავშირებს. ასე, რომ ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენთვის, რომ ამ ფესტივალში ვიქნებით ჩართულნი. ისე მოხდა, რომ მე მთხოვეს გავშალო ქართული თტანამედროვე პოეზიის სურათი. მე ძალიან ბევრი რამე წავიკითხე, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რჩევები მივიღე და ამის შემდეგ ავარიჩიე 12 პოეტი და იმ 12 პოეტისგან მათ თავად აარჩიეს სამი. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალზე სულ 12 პოეტის მარაგი აქვთ. შოთა იათაშვილი გამოვა გახსნაზე, ეს გახსნა იქნება “პარადისავით”, შემდეგ რატი ამაღლობელი დახურვაზე წაიკითხავს ლექსებს მელანქოლიასთან დაკავშირებით. მაიას ლექსებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ძალიან მიხარია, რადგან მაიას სახელი საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი. ჩვენ გვთხოვეს, რომ მაიას ლექსები მთელი კვირის განმავლობაში იყოს ნათარგმნი სხვადასხვა ენებზე, ყველა თავის ენაზე თარგმნის.

ასე რომ 16-დან 22 ივნისამდე როტერდამის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი პოეტები შოთა იატაშვილი, მაია სარიშვილი და რატი ამაღლობელი მიიღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG