ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ სადრი პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს


ერაყში, შიიტი სასულიერო ლიდერი მოქტადა ალ სადრი პიველ საჯარო განცხადებას აკეთებს თებერვალში ამერიკული სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ. ალ სადრმა პარასკევის ლოცვების შემდეგ ქალაქ ყუფაში განაცხადა, რომ ოკუპაციური ძალები ერაყიდან უნდა გავიდნენ. მან ასევე დაგმო დაპირისპირება მისი მომხრე მაჰდის მეამბოხეებსა და ერაყის უშიშროების ძალებს შორის, და განაცხადა, რომ ასეთი რამ ოკუპანტების ინტერესებს ემსახურება. ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ სადრი ირანში 4 თვის ყოფნის შემდეგ ერაყში დაბრუნდა. მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ ლიდერი ერაყიდან საერთოდ არ გასულა. ამ ფონზე, ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დაადასტურეს 6 ამერიკელი ჯარისკაცის გარდაცვალება. ისინი მიმდინარე კვირას, ერაყში გზის პირას დამონტაჟებული ბომბების აფეთქების მსხვერპლი გახდნენ.
XS
SM
MD
LG