ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მოთმინება უსაზღვრო არ არის


გათვალისწინებული შემდეგი ეტაპის თანახმად, ფხენიანმა ქვეყნის ბირთვული პროგრამების შესახებ სრული ანგარიში უნდა წარადგინოს და უნდა შეაჩეროს ყველა ბირთვული ობიექტის მუშაობა. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკურ, ენერგო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტომ კეისიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აუცილებლად უნდა აღასრულოს პირობა და შეაჩეროს იონგბიონის ობიექტის მუშაობა:

“მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახოთ ის, რომ ფხენიანი პირობის აღასრულებისათვის აუცილებელ ნაბიჯებს დგავს და ეს ჩქარა ხდება. ჩრდილოეთ კორეა მოტივირებული უნდა იყოს ამის გასაკეთებლად. ჩვენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული დემილიტარიზაციის მნიშვნელოვან საქმეს უნდა დავუბრუნდეთ”. სთქვა ბატონმა კეისიმ.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და რუსეთი ფხენიანზე ზეწოლას ახორციელებენ:

“ჩვენ ფხენიანს მივანიშნებთ, რომ პატივს ვცემთ ჩვენს მიერ მიღწეულ სეთანხმებას, რომელიც არა მხოლოდ მათი ობიექტების დახურვას არამედ მათი პროგრამის საერთოდ შეწყვეტასაც გულისხმობს. ჩრდილოეთ კორეა უნდა განიარაღდნეს და ყველა ბირთვული პროგრამა შეწყვიტოს”. სთქვა პრეზიდენტმა.

საჯაროდ ფხენიანი აცხადებს, რომ მიცემულ პირობას დაიცავს, მაგრამ აუცილებელია, რომ ხელსეკრულება შეთანხმებული თანმიმდევრობით განხორციელდეს. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ჩრდილოეთ კორეა ხელშეკრულების დაცვას არ აპირებს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ფხენიანის წინააღმდეგ ზომებს, მათ შორის უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს შემოიღებენ. დაასრულა ბატონმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG