ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ტრეფიკინგს ებრძვის


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის ვაჭრობის ( ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად დღეს თბილისი-მარიოტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმა წარადინა, თუმცა აღნიშნული გეგმა ძალაში მ.წ. 25 იანვრიდან შევიდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, საერთაშორისო და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესახებ გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ქეთევან ხუციშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ასეთივე სამოქმედო გეგმა არსებობდა წინა წლებში, რომ მ.წ. 3 თვის მონაცემებით ადამიანთა ვაჭრობისთვის 9 ადამიანია გასამართლებული.

XS
SM
MD
LG