ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდიანაში ალექსანდრე თორაძის პიანისტთა სტუდიის ფესტივალი გაიმართა


9-12 მაისამდე ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდში გაიმართა გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის ალექსანდრე თორაძის პიანისტთა სტუდიის დაარსების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელშიც სტუდიის პირველი თაობის მუსიკოსები, ახლა კი საყოველთაოდ ცნობილი შემსრულებლები და ამასთან ახალგაზრდა პიანისტები მონაწილეობდნენ.

ბატონი ლექსო თორაძე პედაგოგიურ შემოქმედებას დღესდღეობით სწორედ საუთ ბენდის უნივერსიტეტში ეწევა. მისი წარმატებების, არტისტული ხიბლისა თუ პიროვნების შესახებ მსოფლიოში ყველგან საუბრობენ. ამ დღეებში ინდიანაში შემდგარი კონცერტები, ერთგვარად ძველის გახსენებასა და თან სტუდიის განახლებულ საქმიანობას, წევრებს ეძღვნებოდა. სტუდიის პირველი თაობის მონაწილეებს შორის ინდიანაში ჩავიდნენ ალექსანდრე კორსანტია, რომელიც ახლა მასაჩუსეტში ნიუ ინგლანდის კონსერვატორიის პროფესორია, გიორგი ვაჩნაძე- ჩიკაგოს სახელმწიფო უინივერსიტეტიდან და ქეთევან ბადრიძე, რომელიც ასევე საუთ ბენდის უნივერსიტეტში მოღვაწოებს.

ახლაგაზრდა თაობას კი წარმოადგნენდნენ ირმა სვანაძე, ვახტანგ კოდანაშვილი, ედიშერ სავიცკი, მაქსიმ მოგილევსკი, სვეტლანა სმოლინა, და ასე შემდეგ. სტუდიის სრული შემადგენლობა ყოველწლიურად სხვადასხვა ქვენებში მოგზაურობს და ე.წ. თემატურ პროგრამა-მარათონებს აწყობს.

დღეს საშუალება გვაქვს შემოგთავაზოთ ინტერვიუ გიორგი ვაჩნაძესთან, რომელიც ისხენებს მის ადრეულ მოღვაწეობას სტუდიაში და ასევე სოლო კარიერასა და პედაგიგიურ მოღვაწოებაზე საუბრობს (იხ. აუდიო ვერსია)

და ბოლოს, ინტერვიუ ვთხოვეთ ბატონი ლექსოს მეგობარს, სახელგანთქმულ ავტორს ამერიკული კლასიკური მუსიკის მიმომხილველთა წრეებში , ბატონ ჯოზეფ ჰოროვიცს:

ჯ.ჰ.-“მე სტუდიის დაარსების მოწმე ვარ, ასევე შევესწარი სტუდიის მუსიკოსების განვითარებასა და წარმატებებს. ლექსო თორაძე ამერიკულ მუსიკაში უნიკალური მოვლენაა. უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აქ ჩამოვიდა და დამკვიდრდა , როგორ ამერიკულ ღირებულებებზე გაზრდილი შემოქმედი, რომელიც ჩუმად უსმენდა ამეირკის ხმის ჯაზის პროგრამას კომუნისტების დროს, არამედ ადამიანი, რომლის შემოქმედება და ხელოვნება ჯაზის, როგორც ამერიკული მუსიკის რიტმებით, ენერგიითა და ხასიათით არის გაჯერებული. საუდ ბენდის უნივერსიტეტში მან დააარსა აბსოლუტურად უნიკალური მუსიკოსთა სტუდია, სადაც ახალგაზრდა წარმომადგენლებს მისი ძველი მოსწავლეები და სხვა ცნობილი მუსიკოსები ენაცვლებიან. ასეთი ტიპის სტუდია უნიკალურია იმიტომაც, რომ მსგვავსი ჯერჯერობით არავის შეუქმნია. სტუდიის წევრები მუდმივად მოგზაურობენ, და თემატურ პროგრამებს წარმოადგენენ მსოფლიოს სცენებზე. ამ დროს მსმენელს, შემსრულებელთან ერთად საშუალება ეძლევა ამა-თუ იმ კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუცია შეაფასოს.”

ამ თემას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ.

XS
SM
MD
LG