დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და ლეიბორისტთა პარტიის ლიდერი ტონი ბლერი პრემიერ მინისტრის პოსტზე ათწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდედბობის დატოვებას 27 ივნისს აპირებს.
ამის შესახებ ბატონმა ბლერმა დღეს ტელევიზიის საშუალებით გააკეთა განცხადება.
ფინანსთა მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, რომელიც სავარაუდოდ პრემიერ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ბატონ ბლერს უნიკალური ლიდერი უწოდა.
კონსერვატული პარტიის ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ლეიბორისტთა პარტიის ლიდერმა ბატონმა ბლერმა პრემიერ მიისტრის პოსტი 1997 წელს დაიკავა.
მისი მმართველობის დროს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა საგრძნობლად განვითარდა და ბატონი ბლერის წყალობით ლეიბორისტთა პარტიამ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა არჩევნებში. თუმცა ერაყში ომის მხარდაჭერამ და პოლიტიკურმა სკანდალმა ბატონი ბლერის რეპუტაცია შეარყია.