ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ირალნდიის მთავრობის მეთაურებად პროტესტანტთა და კათოლიკეთა ლიდერები აირჩიეს


ჩრდილოეთ ირალნდიის ახლადშექმნილი სისტემის მთავრობის მეთაურებად, დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული პროტესტანტთა და კათოლიკეთა ლიდერები აირჩიეს. კუნძულის ბინადარი პროტესტანტები და კათოლიკები ათწლეულების მანძილზე გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს.

მკაცრი გეზის მიმდევარმა პროტესტანტთა ლიდერმა იან პეისლიმ და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილმა მეთაურმა მარტინ მაკგინესმა დღეს ბელფასტში საზეიმო ფიცი დადეს. ახალი სისტემა ჩრდილოეთ ირლანდიის თორმეტივე პროვინციის ლიდერებს ძირითადად პროტესტანტებისაგან დაკომპლექტებული პოლიციისა და ბრიტანული სასამართლოს მხარდაჭერას მოსთხოვს.

პეისლი ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის პირველი მინისტრი გახდება, ხოლო მაკგინესი კი მისი პირველი მოადგილე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ორივე მხარეს მოუწონა საქციელი. მან აღნიშნა, რომ “ძველთაძველი სიძულვილის” და “საუკუნეების განმავლობაში არსებული უნდობლობის” გადალახვისათვის მხარეები შექებას იმსახურებენ.

გასულ მარტს ჩატარებული არცევნების წყალობით, პეისლის “დემოკრატ იუნიონისტთა” პარტიამ მინისტრთა კაბინეტის ხუთი პორტფელი მოიპოვა, ხოლო კათოლიკურმა “შინ ფეინის” მოძრაობამ კი ოთხი.

XS
SM
MD
LG