ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი სადაზვერვო აგენტები იარაღსა და ტრეინინგს აწვდიან სუნიტ და შიიტ მეამბოხეებს ერაყში


ამერიკელმა სამხედრო წარმომადგენელმა წარმოადგინა სამხილი, რომლითაც დასტურდება რომ ირანელი სადაზვერვო აგენტები იარაღსა და ტრეინინგს აწვდიან სუნიტ და შიიტ მეამბოხეებს ერაყში.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გენერალ მაიორმა ვილიამ კალდველმა დღეს, ბაღდადში გამართულ ბრიფინგზე იარაღი აჩვვენა.

მან ასევე თქვა რომ ეჭვმიტანილ მოთარეშეებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად ასევე გამომჟღავნდა რომ ირანი ერაყელ მოთარეშეებს წვრთნის ბომბების დამზადების ტექნიკაში. ლაპარაკია გზის პირას დასამონტაჟებელ ასაფეთქებლებზე, რომლებსაც დაჯავშნულ ავტომობილებში შეღწევის უნარი აქვთ.

პოლიტიკურ ფრონტზე, შიიტი სასულიერო ლიდერის მოქტადა ალ სადრის მომხრეები იმუქრებიან, რომ გაეთიშებიან ერაყის მთავრობას, თუ მათი ულტიმატუმი ამერიკის სამხედრო კონტიგენტის ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე არ შესრულდა.

XS
SM
MD
LG