ისინი თავს დაესხენენ ავტობუსს რომლითაც ერაყის ჩრდილოეთში ერთერთი ელექტრო სადგურის მიმართულებით მუშები გადაჰყავდათ.
დაუზუსტებელი მონაცემებით მოკლულია 5 კაცი. პოლიციის განცხადების თანახმად ტერაქტი ქალაქ კირკუკიდან 70 კილომეტრში დაბა ჰავიჯას შორიახლოს დღეს გაბნხორციელდა.
ამ ფონზე ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრესცენტრი აცხადებს რომ კოალიციურმა ძალებმა ერაყში ჩატარებული რეიდის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პიროვნება დააკავეს.
ერაყის ხელისუფლებმა ბაღდადში კომენდანდტის სააათის შემცირება გამოაცხადა, რაც საყოველთაოდ აღიქმება ამერიკისა და ერაყის უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული ზომების ეფექტურობის ნიშნად. ამ განკარგულების თანახმად დღეიდან კომენდანტის საათი 22 საათზე შედის ძალაში და იგი მხოლოდ 7 საათს გაგრძლედება.
მანამდე ძალაში იყო ათ საათიანი კომენდანტის საათი.