ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიტარიტული პროპაგანდის მეორე მხარე.


საქართველოში სამხედრო პროპაგანდა, არა მხოლოდ ქვეყნის სამხედრო გაძლიერებას, არამედ ქართველი ხალხის მენტალურ, მორალურ სიძლიერეს გულისხმობს. დამარცხებული ერი ამ პირობებში მორალურად უფრო ძლიერი და თავდაჯერებული იქნება. ეს ერთი საკითხია, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, რომელიც ასევე საინტერესოა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ფარგლებში ორი კონფლიქტური ზონა არსებობს და ამ ზონაში მაცხოვრებელი ადამიანები, პრაქტიკულად ისინიც ამ სამხედრო პროპაგანდის დამკვირვებლები თუ მაყურებლები არიან, როგორ აისახება ეს პროპაგანდა მათზე? ხომ არ დგას იმის საშიშროება, რომ ამ გაძლერებულმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ ამ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადასწიოს. ჩვენს კითხვას დღეს ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი პასუხობს.

თეა გოგოტიშვილი – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმისათვის რომ ნებისმიერმა ქვეყანამ დაინახოს, რომ საქართველო ემზადება, ფეხზე დგება და ძლიერდება. ის ყოველთვის მზად იქნება დაიცვას საკუთარი უფლებები, ამ შემთხვევაში მისი ტერიტორიალური საზღვრები. მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე. ყველასათვის ცნობილია, რომ აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან ჩვენ ჩეულებრივ სტილში თითის დაქნევის პოლიტიკას ვაწარმოებთ, არავითარი ეჭვი არ ჩნდება იმისა, რომ ჩვენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ვაპირებთ, რომ ჩვენი მათი უფლებების დაცვასაც ვგულისხმობთ, ერთი სიტყვით ეს არის კატეგორიული ტონი. ამ მილიტარიზაციის ფონზე ისინი შინდებიან, ეს მათ აშინებთ და მუდმივად იქნება ის შიში, რომ ჩვენ ძალისმიერი მეთოდით ვაპირებთ მათ დაპყრობას. როდესაც ჩვენ მილიტარიზაციაზე გვაქვს ამხელა აქცენტი, მაშინ პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს ასევე აქტიური მშვიდობის პროპაგანდა. ეს ბადებს საშიშროებას, რომ ისინი ჩვენგან, ჩვენზე ძლიერისკენ გადაიხარონ. ის რომ ჩვენ მათ მაქსიმალურ ავტონომიას ვპირდებით, ეს არ უნდა იყოს ეთჯერადი დეკლარირების სახით.

მაქსიმალური ავტონომიიის დეკლარირებაც, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოახდინა საქართველოს პრეზიდენტმა. შესაძლებელია ამას მომავალში კიდევ უფრო აქტიური მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG