ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ირლანდიაში დაპირისპირებული მხარეები ვერ თანხმდებიან


ჩრდილოეთ ირლანდიის პროტესტანტი ლიდერი იან პაისლი დღეს თავის მომხრეებს ხვდება, რათა ორშაბათის ვადის ამოწურვამდე გადაწყდეს წავლენ თუ არა პროტესტანტები მოლაპარაკებაზე კათოლიკებთან. დიდი ბრიტანეთი უკვე დაიმუქრა რომ ბელფასტზე ზეწოლას განახორიცლებეს, თუ პროტესტანტი და კათოლიკე პოლიტიკური ლიდერები ვერ შეთანხმდებიან. სწორედ ასეთი მოწოდებით გამოვიდა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი დერმოტ აჰერნიც. ამერიკის პრეზიდენტმა პაისლისა და შინ ფეინის ლიდერს ჯერი ადამს ხუთშაბათს დაუკრეკა და შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა მათ.
XS
SM
MD
LG