ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზები ისტორიას აყალბებენ ! - აცხადებენ ქართველი მეცნიერები


აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 10-11 კლასელებმა აფხაზეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მიიღეს, რომელსაც ქართველი მეცნიერები აფასებენ, როგორც ცდას ახალი ისტორიის შექმნაში. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამდაგვარი გამოცემები ხელს შეუშლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთის მთავრობამ შეხვედრა გამართა ქართველ მეცნიერებთან, რომელსაც მათ შორის, აფხაზოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ გვანცელაძე ესწრებოდა. თ. გვანცელაძის თქმით, აღნიშნულ სახელმძღვანელოში საეთოდ არ არის ნახსენები ქართველი. სომხებთან, ბერძნებთან, რუსებთან ერთად მოიხსენიებიან მეგრელები...

თუ რა ზომებს მიმართავს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აფხაზეთის ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ, ამ კითხვით აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრს, ალექსანდრე აპლაკოვს მივმართე, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იუნესკოს.

XS
SM
MD
LG