ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ერაყისა და შეერთებული შტატების სამხედროები ბაღდადში ოპერაციას იწყებენ


ერაყისა და შეერთებული შტატების სამხედროები ბაღდადში ოპერაციას იწყებენ, რომელიც ქალაქში უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ერაყისა და შეერთებული შტატების სამხედროები ბაღდადში ოპერაციას იწყებენ, რომელიც ქალაქში უსაფრთხოების განმტკიცებას, მოთარეშეთა ალაგმვასა და რელიგიური დაპირისპირების შეწყვეტას ისახავს მიზნად.შეერთებული შტატების არმიის პრესმდივანმა, ვიცე პოლკოვნილმა ბლიჩველმა აღნიშნა, რომ ოპერაციის მსვლელობისას ბაღდადის ბევრი ადგილმდებარეობა შემოწმდა. სამხედროებმა ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტებიც გამართეს და ავტომობილებს ამოწმებდნენ.

ამერიკელი სამხედროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიცე პოლკოვნიკმა ქრისტოფერ გერვერმა როიტერის სააგენტოს განუცხადა, რომ გუშინ ერაყმა სირიისა და ირანის საზღვრები დაკეტა. ერაყი აცხადებს, რომ საზღვრები ბაღდადში მიმდინარე ოპერაციის გამო 72 საათით დაიკეტა.

პარალელურად, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში, ბრიტანელმა სამხედროებმა, ბაღდადში მიმდინარეს მსგავსი ოპერაცია წამოიწყეს. აქ ბრიტანელები შეიარარებული დაჯგუფებების აქტივობისა და ზღვიდან იარაღის შემოღწევის ალაგმვას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG