ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ნარკომანიას ბრძოლას უცხადებს !


საქართველო ბოლო წლებში მოულოდნელად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - ეს პრობლემა არის ნარკომანია. დღეს უკვე საქართველოს ჰყავს ნარკომანი ექიმები, მოსწავლეები სტუდენტები და ა.შ. გარდა იმისა, რომ სწორედ ამ სენით დაავადებამ გამოიწვია ისეთი კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში, რაც სახეზე გვაქვს, რა მომავალი ელის საქართველოს, თუ საზოგადოებამ იგნორირების პოზიცია არჩია ?!

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნარკომანიას ბრძოლის გამოცხადება დაუპირა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. ამ მიზნით ექს-პრეზიდენტმა შექმნა სპეციალისტებით დაკომპლექტებული ასოციაცია. ბატონ შევარდნაძეს შევხვდი და გავესაუბრე :

- ნარკომანიას წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს პირველად დაიწყო საქართველოში. საგარეჯოში კოლონია დავაფუძნეთ, სამკურნალო და იზოლაციისთვის. მივიღეთ კანონი, ბრწყინვალე კანონი იყო. ე.ი. თუ დადასტურდებოდა, რომ შენ ნარკოტიკი მოწიე, სისხლში აღმოჩნდებოდა მისი კვალი - გაგასამართლებდნენ ! 2-3 წელიწადში მართლაც გარდატეხა დაიწყო... ბრძოლამ შედეგი გამოიღო..

- ეს იდეა, შეგვექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაიბადა როდის იცით ?! ვუსმენდი კათალიკოსის ეპისტოლეს, ყოველთვის ვესწრები ხოლმე.. აღდგომას, ახალ წელს.. და თუ არ ვცდები, ერთი მეოთხედი დათმობილი ჰქონდა ნარკომანიას. მაშინ ვთქვი, თუ კი სამღვდელოებამ გაიგო, მიხვდა, რა საშიშროება ემუქრება ერს, ჩვენ სად ვართ ?! უნდა ავტეხოთ განგაში !

XS
SM
MD
LG