ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ელჩი საგარეო უწყების ხელმძღვანელს, გელა ბეჟუაშვილს შეხვდა.


რუსეთის ელჩის, ვიაჩესლავ კოვალენკოს თბილისში დაბრუნების შემდეგ დღეს პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა მასსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს შორის, რომელიც დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ელჩმა განცხადებები გააკეთა, თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მთელი კომპლექსი განიხილეს და არ იყო საკითხი, რომელზეც არ შეთანხმდნენ. ვ.კოვალენკოს თქმით რუსეთი შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარებით და მზად არის კონფლიქტის მოწესრიგებაში მონაწილეობა მიიღოს.

თბილისის და მოსკოვის კომენტარების თანახმად რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებები მოხდება. მართლდება თუ არა ეს პროგნოზი ? - ამ კითხვით საქართველოს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართე :

- „ ჩვენ უდაოდ, იმედი უნდა ვიქონიოთ ამის, იმიტომ რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ურთიერთობებში, სრულიად მიუღებელია. ელჩის დაბრუნება თავისთავად პოზიტიური სიგნალია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობის დათბობაზე და კეთილმეზობლობის მშენებლობის დაწყებაზე"

ხვალ რუსეთის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.

XS
SM
MD
LG