ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადის ცენტრში მდებარე ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

პოლიციის ინფორმაციით ამ ბაზარში ერაყელები შინაური ფრინველებით და პირუტყვით ვაჭრობდნენ.

დღესვე ბაღდადის დასავლეთით მდებარე ალ-ანბარის პროვინციაში ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი ამერკელ კონგრესმენთა დელეგაციით ერაყში ჩასვლას აპირებს. ქალბატონი პელოსი პრეზიდენტ ბუშის ახალი სტრატეგიის წინააღმდეგია, რომელიც ერაყში დამატებით 20 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG