ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში რუსეთის ელჩი ბრუნდება!


საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. საქართველოში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ბრუნდება, რომელიც კონსულტაციების საბაბით მოსკოვში გასული წლის სექტემბერში გაიწვიეს. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, მეზობელ ქვეყანასთან პრობლემების მოგვარება აუცილებებია. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯს სხვა შეზღუდვების გაუქმებაც მოჰყვება. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთის ელჩის, ვიაჩესლავ კოვალენკოს თბილისში დაბრუნების შესახებ, ასევე დადებითად შეფასდა თბილისშიც. საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებას 2 ქვეყნის ურთიერთობებში მხოლოდ სასიკეთო შედეგი მოჰყვება. რუსეთის ელჩის დაბრუნება საქართველოში რას ნიშნავს ? - ამის თაობაზე პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გვესაუბრება : - ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, შეცვლას იმ მდგომარეობისა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის იყო და ამ ეტაპზე გარკვეული ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები აღდგეს...
XS
SM
MD
LG