ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩამოყალიბდა ახალი ახლგაზრდა პოლიტიკოსების გაერთიანება


უკანასკნელ დროს, ძალიან ხშირად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების ოპონენტები, ანუ მთელი ოპოზიციური ფრთა ძალიან სუსტია, რაც მმართველ პარტიას ხანგრძლივი არსებობის გარანტიებს უქმნის. ამას არა მხოლოდ ხელუსუფლების გულშემატკივრებისგან მოისმენთ, ეს ნებისმიერი მოქალაქისგან ისმის, ამიტომ როგორც გასულ წლებში, ახლაც ხშირად ისმის კითხვა - თუკი არა ამჟამინდელი მმართველი პარტია, მაშინ ვინ? ეს კითხვა, ძირითადად არჩევნების წინა პერიოდში ან კი სწორედ არჩევნების დროს არის ყველაზე მეტად აქტუალური.

საახალწლო, სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ, რომელიც სქართველოში 2 კვირის მანძილზე გრძელდება, მისი დასრულებისთანავე ქართული, პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულ რიტმში მოქცევა ოპოზიციურიმა გაერთაინებებმა სცადეს. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადი, ახალ 2007 წელს ახალგაზრდა ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს – ჩამოყალიბდა ახალი ახლგაზრდა პოლიტიკოსების გაერთიანება. ამის შესახებ ერთ-ერთი ოპოზოციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა საუბრობს. რა პარტიაზეა საუბარი და რატომ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის აუცილებლობა.

კახა კუკავა – პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ჯერ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ თვითმმართველობის არჩევენების შემდეგ პოლიტკური სპექტრის დიდ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ აუცილებელი არის პოლიტიკური ძალების კოორდინაცია, რადგან თვითმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ იმ ფორმით და იმ სპექტრით წარმოდგენილი ძალთა განლაგება, არის მხოლოდ ხელისუფლებისთვის მომგებიანი. გამოჩნდა ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა ნაციონალურ მოძრაობას.

- ამგვარი გაერთიანების მომხრე და მონაწილეც არის, არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთი აქტიური წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილი – რა თქმა უნდა საჭიროა ყველა იმ ადამიანთა კონსოლიდაცია, ვისაც არ მოსწონს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში – ვისაც არ მოსწონს, რომ მკვლელები ამ ქვეყანაში არ ისჯებიან, როდესაც ერთპარტიული მმართველობაა და ა.შ. ამიტომ ამგვარი მცდელობები, აუცილებლად უნდა იყოს.

ვეთანხმები, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ფორმით ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს, ცალკეული პარტიები ვერ შეძლებენ რეალური კონკურენციის გაწევას.

- ამგვარ აღიაერებით ჩვენებებს, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ზოგადად ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ერიდებიან. თვითმართველობის არჩერვნებში დამარცხება, აქამდე მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, დღეს მას დანარჩენი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, რაც იმის საბაბს იძლევა, რომ მომავალში, მომავალ არჩევენებში უფრო დაბალანსებული, შთამბეჭდავი კონკურენცია ვიხილოთ და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება - არჩევანი რამდენიმე, რეალურად არსებულ პოლიტიკურ პარტიას შორის გააკეთონ.

XS
SM
MD
LG