პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც საქართველოს პრეზიდენტის გარეშე საკუთარი ინდივიდუალობით და დამოუკიდებელი რეიტინგით გამორჩეოდა. ის მეორე ადამიანი იყო, ვისაც ქართული საზოგადოების საკმაოდ შთამბეჭდავი ნაწილი ენდობოდა. ეს გახლავთ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის სახელსაც ერთი ძალიან ნეგატიური მოვლენა, 2004 წლის ზაფხულის ცხინვალის მოვლენა და რამდენიმე, ხალხისათვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენცია უკავშირდება, ეს გახლავთ ქართული ჯარის სიძლიერე - რასაც ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის მთლიანობის და სტაბილურობის გარანტიად მიიჩნევს. მისი თანამდებობა კი ზოგისთვის ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებულ კლანს შეეწირა, ზოგისთვის კი იმ გახმაურებულ შეპირებას, რომელიც მან ერთერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით გააკეთა. ასეა თუ ისე, საქართველოს, 2007 წლის, ერთერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის გარეშე მოუწევს გატარება. საბოლოო ჯამში კი ჩვენთვის საინტერესოა ოქრუაშვილის წასვლა ქართული პოლიტიკიდან პოზიტიური სიახლეა თუ ნეგატიური? ამის თაობაზე პოლიტიკური ექსპერტი გიორგი ხელაშვილი საუბრობს.
გიორგი ხელაშვილი – იმ მომენტში როდესაც ის წავიდა, ეს აშკარად პოზიტიური ნაბიჯი იყო და მე არ ვფიქრობ, რომ ის საბოლოოდ წასულია ქართული პოლიტიკიდან. მე მის სახელს უფრო დავუკავშირებდი კონფლიქტების საკითხს, ვიდრე რუსეთს. ის რომ კონფლიქტები არ განახლდა, ვფიქრობ ზოგადად ეს პოზიტიური ნაბიჯია, ვინაიდან ის გარკვეულწილად მედიამ აქცია თავისი შეპირების მძევლად. ამიტომ იმ მომენტში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენა გახლდათ.
ქართულ საზოგადოებაში არანაკლებ აქტიურად მიდიოდა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილის თანამდებობა, ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. სინამდვილეში რას უკავშირდებოდა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება? ამ კითხვას, პოლიტიკური ექსპერტი გია ნოდია პასუხობს.
გია ნოდია – ყოველთვის არის ვარაუდები იმის თაობაზე რომ ხელისუფლებაში რაღაც დაპირისპირებული ბანაკები არსებობს და ალბათ ამას თავისი საფუძველი აქვს, მაგრამ ვფიქრობ მისი წასვლის ძირითადი მიზეზი იყო, საქართველოს პოლიტიკისა საერთაშორისო აღქმა კონფლიქტების მიმართ. დასავლეთში მისი დაპირების გამო გარკვეული უნდობლობა არსებობდა. მის გამო გარკვეული გაორებული დამოკიდებულება იყო და მისი წასვლით დასავლეთი გარკვეულწილად დამშიდდა.
ასეთია პროფესიონალი ექსპერტების დამოკიდებულება და მოსაზრება ირაკლი ოქრუაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ერთადერთი პოპულარული ფიგურის, ქართული პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.