ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თემურ მჟავია: აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი პროვოკაცია მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში


დღეს დილით გალის რაიონის სოფელ ფიჩორისა და ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურას საზღვართან ქართულ საგუშაგოს აფხაზური დაჯგუფება დაესხა თავს. შეიარაღებული აფხაზები რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად 1 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თემურ მჟავიას გავესაუბრე :

- იქ იყო განლაგებული საქართველოს შსს ბლოკპოსტი, იქვე ახლო-მახლოს არიან რუსი სამშვიდობოები, რომელთაც ჰქონდათ საშუალება რაღაც პრევენციული ღონისძიებები ჩაეტარებინათ, ვინაიდან 15-20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლები. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები განეხორციელებინათ, ისინი უშუალოდ ღებულობდნენ მონაწილეობას ამ სამხედრო პროვოლაციაში.

- ჩვენ მზად ვართ მივცეთ ამ ფაქტს ძალიან მწვავე შეფასება, ვინაიდან არის ძალიან გამოკვეთილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში, რაშიც დღეს დაინტერესებულია მაქსიმალურად რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან მან უნდა შექმნას შესაბამისი ფონი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს 2007 წლის პირველ სხდომაზე, სადაც განხილული იქნება საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები., რათა შექმნას ფონი, რომელიც მოახდენს საქართველოს დისკრიმინაციას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

XS
SM
MD
LG