ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების ლიდერის  მულა ომარის აცხადებს რომ ავღანეთიდან უცხოელი ჯარების განდევნას შესძლებს


მიმალვაში მყოფი თალიბების ლიდერის მულა ომარის განცხადებით იგი დარწმუნებულია, რომ მისი მომხრეები შესძლებენ უცხოელი ჯარების განდევნას ავღანეთიდან.

ომარის ეს განცხადება დღეს დაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ავღანეთის ისტორიაში არსებობს ქვეყნის ტერიტორიიდან მტრების იძულებით განდევნის გამოცდილება და რომ არავის უცხოელ დამპყრობთა შორის ავღანეთი თვითნებურად არ დაუტოვებია.

მულა ომარმა ასევე გამორიცხა ძალადობის დასრულების მიზნით ავღანელ და პაკისტანელ ტომთა საბჭოების მეთაურების შეხვედრა. მისი განცხადებით, ეს საბჭოები აგრესორებისა და მარიონეტების მიერ შექმნილ მახეს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მულა ომარის ამ განცხადების ავთენტურობის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ამერიკის მთავრობამ, მულა ომარის დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა. მულა ომარი, როგორც ცნობილია, 2001 წელს კოალიციის ძალების მიერ ავღანეთში თალიბთა რეჟიმის დამხობის დღიდან მიმალვაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG